ეს წიგნი შენია

შექმენი წიგნი

მიიღე ზღაპარი 3 - 5 დღეში

წიგნს მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში სასურველ მისამართზე მოგიტანთ

3 განსხვავებული ენა

ზღაპრების შექმნა ქართულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე შეგიძლია

0 - 8 წლის ბავშვებისთვის

ჩვენი ზღაპრები 0-დან 8 წლის ბავშვებზეა გათვლილი

დღის საუკეთესო წიგნი
პატარა ნაძვის ამბავი
ჩვენ გარშემო ძალიან ბევრი ჯადოსნური ამბავი ხდება. თუ ეს აქამდე არ შეგიმჩნევია, კარგად დააკვირდი სამყაროს. შეიძლება ამაში პატარა ნაძვის ზღაპარიც დაგეხმაროს. ეს არის ამბავი ადამიანის გულში მომხდარ სასწაულზე.    
აირჩიე წიგნი
რამდენიმე დღე ახალ წლამდე
იცი რაზეა ეს წიგნი? მსოფლიოში საუკეთესო საჩუქარზე - ადამიანის სიყვარულზე.
მზარეული, მეკუდე და 1001 პროფესია
იცი რას ფიქრობდა გამოქვაბულის პირას ჩამომჯდარი პატარა პირველყოფილი ბავშვი? თითქმის იგივეს, რასაც შეიძლ...
დაბადების დღე და ორი დათვი
მერე რა, რომ ერთხელ დაიბადე და სწორედ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღე არ გახსოვს?! სანაცვლოდ ყოველ წელს დ...

სამახსოვრო საჩუქარი

ეს საჩუქარი ბავშვს არასდროს დაუპატარავდება და წლების შემდეგ უფრო ძვირფასი გახდება მისთვის.

მოამზადე ცხოვრებისთვის

ყველა მოთხრობაში ბავშვი ადამიანურ ღირებულებებს სწავლობს და ცხოვრების ახალი ეტაპისთვის ემზადება.

პერსონალური მიძღვნა

შეგიძლია პერსონალური მიძღვნა დაუწერო შენს პატარას, რომელსაც წიგნის პირველ გვერდზე უცვლელად დავბეჭდავთ.

მომხმარებლის შეფასება

ნავიგაცია
ლამაზად ხორცშესხმული არაჩვეულებრივი იდეა! ლუკა დღემდე გაოცებულია, მასზე წიგნი რომ დაწერეს;? ნოეს კი პატარა ნაძვი უნდა, ზუსტად ისეთი, როგორიც მის წიგნშია☺️ მადლობა საოცარ ფერიებს ამ საჩუქრისთვის და წარმატებები მათ, ასე დაუღალავად რომ შრომობენ ჩვენს გასახარად!? მთელი ოჯახი ველით ახალ, ჯადოსნურ თავგადასავლებს!
მთელი გულით და სრული პასუხისმგებლობით ვუწევ რეკომენდაციას ამ არაჩვეულებრივ წამოწყებას! მოუთმენლად ველი თქვენ შემდეგ წიგნს! გამოწერიდან 5 დღეში მოვიდა უთბილესი, უსაყვარლესი, სწორ ღირებულებებზე დაფუძნებული და ულამაზესი ილუსტრაციებით მდიდარი წიგნი, რომელიც ჩემს ლიზაზე იყო დაწერილი!:)) დიდი მადლობა თქვენ ამ იდეისთვის და ასეთი არაჩვეულებრივი პროექტისთვის! წარმატებებს გისურვებთ!❤️
საუკეთესო საჩუქარია პატარებისთვის და მათი მშობლებისთვისაც, ?? ულამაზესი ნახატებით და საყვარელი ზღაპრის გმირებით ?? ფერიები სუპერ ოპერატიულები არიან და ხარისხმაც მოლოდინს გადააჭარბა??‍♀️??‍♀️
ესეთი პერსონალური, თბილი, აზრიანი, მოსიყვარულე და ცხოვრებისეული საბავშვო წიგნი არასდროს მინახავს.შევქმენი უკვე და #ესწიგნიჩემია! ❤
ძალიან საყვარელი წიგნია, თითოეული დეტალი სიყვარულით არის გაკეთებული, დაწყებული შეფუთვიდან ბოლო ფურცლამდე. ბავშვი აღფრთოვანდა საკუთარი სახელი რომ ნახა ტექსტში, დარწმუნებული ვარ მისი საყვარელი წიგნი გახდება. წარმატებები და იმედია მალე ახალ ისტორიებსაც ვიხილავთ ???
საოცრად დაგეგმილი და განხორციელებული ამბავი! წიგნს რომ თავი დავანებო, ჯადოსნური იმეილები მომდის ?? დაუჯერებელია, რომ ეს აქ და ახლა ხდება!
ძალიან დიდი მადლობა ამ ლამაზი წიგნისთვის! უსაყვარლესია! და ძალიან კარგი ხარისხით შესრულებული! იმაზე აღარაფერს ვამბობ, პარასკებს საღამოს შეკვეთილი სამშაბათს დილით უკვე მაგიდაზე რომ მედო! მადლობა! ❤️
არაჩვეულებრივია ? ბავშვებს საშუალება ეძლევათ თავად გახდნენ ზღაპრის გმირები. გაიაზრონ, რომ ყველაფერი შესაძლებელია და სასწაულები იქ ხდება სადაც მას ელოდებიან ????