როგორ შეიქმნა "შენია"

ჩვენ ვართ 2 მეგობარი ბევრი ინტერესითა და ფასეულობით, თუმცა ყველაფერი, რაც ბავშვებს უკავშირდება ჩვენი საერთო ინტერესებიდან ყველაზე მთავარია. ჩვენი იდეის განხორციელების ინსპირაცია ორი პატარა და ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანისგან, 2 წლის მაშოს და 9 წლის ნიკოლიზისგან, მივიღეთ. თავიდან ამბავი ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილების გაზიარებით დაიწყო: ასაკობრივი თავისებურებები, ბავშვური ინტერესები, უცნაური ქცევები და კვინტილიონი კითხვა, რომლებზეც თვითონ გვიჭირდა სწორი პასუხების მოძებნა. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებდა რაღაც განსხვავებული მიდგომის შემუშვებაზე, ისეთი საშუალების მოძებნაზე, რითიც პატარები უკეთ გაიაზრებდნენ სამყაროს, აღიქვამდნენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს, მთლიანად გარემოს, კარგსა და ცუდს, სიკეთესა და ბოროტებას. ამ გზების ძიებამ პერსონიფიცირებული საბავშვო წიგნების შექმნამდე მიგვიყვანა. 

 

წიგნებში პატარები თვითონ არიან ზღაპრის მთავარი გმირები, დიდხანს მოგზაურობენ სიკეთისა და სიყვარულის ჯადოსნურ სამყაროში, რაც მათი განვითარების, შემეცნებისა და აღზრდისთვის A, B, C, D ვიტამინებივით მნიშვნელოვანია. ამ მოგზაურობის დროს ბავშვები თავად სცემენ უამრავ კითხვას პასუხს, დროულად ითავისებენ საჭირო ღირებულებებს, მარტივად სწავლობენ ახალ ჩვევებს და თავს ყველაზე მნიშვნელოვან და ძვირფას ადამიანებად გრძნობენ. 

 

ეს წიგნი შენია, ასე მივმართავთ იდეის ავტორები ჩვენს პატარა მეგობრებს და მათ საკუთარ, განსაკუთრებულ თავგადასავალში ვიწვევთ.